„ხინკლის ეროვნული ასოციაცია“ არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც შეიქმნა 2018 წლის 5 მარტს და რომლის დამფუძნებლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ფიზიკური პირები არიან, რომელთაც საერთო მიზნები და ამოცანები აერთიანებს, რაც გულისხმობს ხინკლის, როგორც ქართული კულტურული იდენტობის აღიარებას, შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.
ქართულ კულტურაში, სხვა უძველეს ტრადიციებსა და მიმდინარეობებს შორის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია კულინარიას.
ხინკალი ქართული კულინარიის უძველესი მონაპოვარია და დღემდე თანამედროვე ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილად გვევლინება.