25 ნოემბერი 2018
ყაზბეგის ექსპედიცია

ხინკლის ეროვნული ასოციაცია 2018 წლის 24-25 ნოემბერს ყაზბეგის ხეობას ეწვია მოხეური ხინკლის მომზადებასთან დაკავშირებული წესებისა და ტრადიციის შესასწავლად.

ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოემზადებინათ და დაეგემოვნებინათ მოხეური ხინკალი.

მოხეური ხინკლის მომზადების წესის პოპულარიზაციისთვის ასოციაციამ თავი მოუყარა ხინკლის მომზადებასთან დაკავშირებით ყაზბეგში გავრცელებულ ტრადიციებს და ფოტო/ვიდეო მასალაზე აღბეჭდა ხინკლის მომზადების პროცესი. 