„ხინკლის ეროვნული ასოციაცია“ არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც შეიქმნა 2018 წლის 5 მარტს და რომლის დამფუძნებლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ფიზიკური პირები არიან, რომელთაც საერთო მიზნები და ამოცანები აერთიანებს, რაც გულისხმობს ხინკლის, როგორც ქართული კულტურული იდენტობის აღიარებას, შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.
დაფუძნების შემდეგ „ხინკლის ეროვნულ ასოციაციას“ მრავალი ათეული ახალი წევრი და თანამოაზრე შემოურთდა და მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, კერძოდ საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმთან პარტნიორობით პირველად საქართველოში, განხორციელდა ხინკლის ეთნოგრაფიული-სამეცნიერო კვლევა კვლევის შედეგები უაღრესად საინტერესოა და მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა „ასოციაციის“ სხვადასხვა აქტივობების შედეგად მოხდება; მოეწყო ექსპედიციები ყაზბეგში, ხევსურეთში; თუშური ხინკლის დამზადების ტექნოლოგიის შესასწავლად და ხინკლის ამ ბრწყინვალე სახეობის დასაგემოვნებლად ასოციაციის წევრები ესტუმრნენ სოფელ ალვანს.
ასოციაციას მისი მიზნების განსახორციელებლად მრავალი აქტივობაა აქვს დაგეგმილი და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი შესაძლებელი გახდება უფრო მეტი თანამოაზრეების შემოერთებით, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
„ხინკლის ეროვნული ასოციაციის“ პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აგრეთვე საქართველოში პირველი ბრენდ სტრატეგიული სააგენტო Bრანდინგ.გე, რომელიც ასოციაციის ვიზუალური იდენტობის ავტორია.
აღსანიშნავია, რომ „ხინკლის ეროვნული ასოციაციის“ ერთ-ერთი პირველი წევრი და შემომწირველი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ქენეთ ენჯელი, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო სააგენტოში მუშაობს; ქენეთი მრავალი ათეული წელია აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობს და ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია.
ასოციაციას მართავს 5 წევრიანი გამგეობა, რომელიც საქმიანობისას ხელმძღვანელობს ასოციაციის მიზნებითა და ამოცანებით.
ასოციაცია ღიაა წევრობისთვის ხინკლით დაინტერესებული და მისი მოყვარული ნებისმიერი პირისათვის.
ასოციაცია ღიაა წევრობისთვის ხინკლით დაინტერსებული და მისი მოყვარული ყველა პირისათვის.
საწევრო განაცხადი და წესდება შეგიძლიათ იხილოთ ქვევით:
[ლინკი]
ასოციაცია დაფუძნებულია იმ ადამიანების მიერ, ვისაც აერთიანებს ხინკლის სიყვარული და ენთუზიაზმი ხელი შეუწყონ ხინკალთან დაკავშირებული ტრადიციების პოპულარიზაციასა და ხინკლის, როგორც ქართული კულინარიის უმნიშვნელოვანესი ელემენტის გავრცელებასა და განვითარებას მსოფლიო კულინარიაში. მოკლედ გაგაცნობთ, ასოციაციის გამგეობის წევრებს.
კახა შარაბიძე - დამფუძნებელი, ასოციაციის თავმჯდომარე
კახა შარაბიძე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმის BLB-ს მმართველი პარტნიორია. კახამ თავის გუნდთან ერთად 1995 წელს დაარსა BLB, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი პირველი იურიდიული ფირმა გახლდათ საქართველოში.
BLB-ის დაარსებამდე, კახას წარმატებული კარიერა ჰქონდა საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობებისა და სამართლებრივი კვლევების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. კახა ჩართული იყო კანონშემოქმედებით პროცესებში და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის პროექტის ავტორია.
კახას იურიდიული პრაქტიკა შემოიფარგლება არამხოლოდ ქართული იურიდიული ფირმით, არამედ 1996-1997 წლებში კახა მუშაობდა ინგლისში, იურიდიულ ფირმა Frere, Cholmeley Bischoff-ში, ხოლო 1999 წელს - საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Steptoe & Johnson-ში.
2003 წლიდან დღემდე წამყვანი საერთაშორისო გამოცემები, როგორიცაა Chambers & Partners, Legal 500, IFLR1000 კახას ასახელებენ, როგორც საქართველოში წამყვან იურისტს.
კახა ჩართულია აკადემიურ საქმიანობაშიც და სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტებში 1997 წლიდან უძღვება ლექციებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით.
თოკა ბოლქვაძე - ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
თოკა ბოლქვაძე ნიუ იორკის ადვოკატთა კორპუსის წევრია.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში, როგორიცაა Sullivan & Cromwell LLP და Simpson Thacher & Bartlett LLP. თოკას სამუშაო გამოცდილება მოიცავს წამყვანი საინვესტიციო ბანკებსა და მულტი-ეროვნული კორპორაციების, მათ შორის Goldman Sachs, Morgan Stanley, UBS, Philips, Anheuser-Busch InBev, AT&T, Mars Corporation და Halliburton-ის წარმომადგენლობას საერთაშორისო გარიგებებში.
ამჟამად, თოკა საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი ქართული კომპანიების მენეჯმენტს უწევს კონსულტაციებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
შალვა ქოჩლაძე - დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
შალვა ქოჩლაძე რამდენიმე წარმატებული ბიზნეს პროექტის ავტორია საქართველოში.
მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ტრანსნაციონალური კომპანიების რეგიონალური ოფისების მართვაში, იგი მუშაობდა ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა Hoffmann-LaRoche და Bomerieux.
შალვა 2004-2010 წლებში მოღვაწეობდა საჯარო სამსახურში, ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მთავარი მრჩეველი სახელმწიფო პრივატიზების საკითხებში, მოგვიანებით კი იკავებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
შალვას სამედიცინო განათლება აქვს მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად ბიზნეს საქმიანობას ეწევა.
ალექსი ჩიქოვანი - დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
ალექსი ჩიქოვანი ბრენდინგის ერთ-ერთი პიონერი სპეციალისტია საქართველოში. მის სახელს უკავშირდება სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE, რომლის დამფუძნებელსაც წარმოადგენს.
სააგენტომ არსებობის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ცნობილი ბრენდი შექმნა და ბაზარზე წარმატებულ პოზიციონირებაში დაეხმარა.
ალექსის აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგის ლექციების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების მიმართულებით.
ალექსი არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, კორპორატიულ სტრატეგიასა და ბრენდინგში.
ვახტანგ კობიაშვილი - დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
ვახტანგ კობიაშვილი ამჟამად დეველოპერულ საქმიანობას ეწევა და რამდენიმე წარმატებული პროექტის ავტორია საქართველოში.
სამშენებლო სფეროში ბიზნეს საქმიანობის წამოწყებამდე ვახტანგი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმის BLB-ის დამფუძნებელი პარტნიორი გახლდათ.
ვახტანგს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული საჯარო სექტორში მოღვაწეობისას, იგი წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იმ დროისთვის, როდესაც საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო აქტები იქმნებოდა. ვახტანგი იურიდიული რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი იყო და ჩართული გახლდათ საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი კერძო სამართლებრივი დოკუმენტის, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მომზადების პროცესში.
საქართველოში ხინკლის პოპულარიზაციასა და მისი მასობრივად მომზადების პარალელურად გაუარესდა კერძის ხარისხი და უმეტეს შემთხვევაში, დაკარგა კიდეც ის გემოვნური და ვიზუალური მახასიათებლები, რაც ტრადიციულ ხინკალს გააჩნდა.
სწორედ აღნიშნულის გამო დაიბადა იდეა, შექმნილიყო ახალი პლატფორმა, რომელიც შეისწავლიდა და პოპულარიზაციას გაუწევდა ხინკალთან დაკავშირებულ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს; გამოიკვლევდა ხინკლის ფართო მასებისთვის უცნობ სახეობებს, მის ტრადიციულ და კლასიკურ რეცეპტებს.
ამისათვის, ასოციაციამ მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს ტრადიციული ქართული ხინკლის დაბრუნებას, როგორც საოჯახო აგრეთვე სარესტორნო კულინარიაში; ხელი შეუწყოს ხინკლის ქართული კულტურული იდენტობის ნაწილად აღიარებას და იზრუნოს ამ კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც გულისხმობს კულინარებისათვის ტრადიციული ხინკლის თანამედროვე მომზადების წესისა და კერძის ახლებური ინტერპრეტაციის პრეზენტაციისთვის პლატფორმის უზრუნველყოფას.
ასოციაციის ერთ-ერთი ამოცანაა, ეთნოგრაფიულ-კულტურულ ნიადაგზე საქართველოში საყოველთაო ხინკლის ფესტივალის დაარსება, რომელიც ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.